გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პანკისში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

19-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, პანკისის ხეობაში ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურში, მოქალაქის საკარმიდამო ეზოდან ამოღებულია წიფლისა და ცაცხვის სახეობის 57 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მიმდინარეობს გამოძიება.   


უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წლის 11 თვეში, უკანონო ტყითსარგებლობის 1653  ფაქტია გამოვლენილი.


დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.