გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გივი მიქანაძემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

19-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ეროვნული ასამბლეის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ლასლო პოშანს შეხვდა.

 

მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა   ახალგაზრდებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

 

საუბარი შეეხო სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხს, რაც ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში პარტნიორობის გაფართოებას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.

 

გივი მიქანაძემ ლასლო პოშანს საქართველოში მიმდინარე ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია გააცნო.

 

თავის მხრივ, მასპინძელმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოში განხორციელებული ინიციატივები და ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.