გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია

19-12-2025

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს.


ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-ის თემატურ გამოკითხვებს. კვლევები ეხება ერთი მხრივ იმის დადგენას, თუ რამდენად არის დაცული საკუთრების უფლება ქვეყანაში, მეორე მხრივ კი გარკვევას იმისა, თუ მესაკუთრეების შეფასებით, რამდენად სავარაუდოა, რომ მათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაკარგონ ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენების უფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ.


საკუთრების უფლების დაცულობით გლობალურ რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კი საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა.


საქართველო უსწრებს OECD-ის, ევროკავშირისა და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ხორვატია, ლატვია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, სამხრეთ კორეა.