გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

„ალტ ინფო“ და ოპოზიციური ჯგუფები „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული

19-12-2025

„ალტ ინფო“ და სხვა ოპოზიციური ჯგუფები თუ აქტივისტები, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რითაც უპრეცედენტო ინვესტიციის დისკრედიტაციას ცდილობენ.


„არაბიზაციის“ საფრთხის საბაბით, აღნიშნული ოპოზიციური ჯგუფები, ტიკ-ტოკიდან აზიარებენ ე.წ. მაკლერების ვიდეოებს, რომლებიც ძირითადად, ბინების გაქირავებით არიან დაკავებული. სავარაუდოდ, აღნიშნული ვიდეოები ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული. აქვე, აღსანიშნავია, რომ ამ ვიდეოკოლაჟებში მონაწილე პირებს, „იგლ ჰილსის“ ან რომელიმე სხვა პროექტთან რაიმე სახის კავშირი არ აქვთ.


საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, ისევე როგორც ეკონომიკურმა გუნდმა, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით არაერთხელ გააკეთა დეტალური განმარტება. როგორც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, საზოგადოებისთვის ხელშეკრულების შინაარსი, ფაქტობრივად, უკვე ცნობილია, სხვა დანარჩენი კი სპეკულაციაა.


„[ოპოზიციონერები] მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. „არაბიზაცია“ არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო - 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება - ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომპანია, რომელიც მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და რომლის სახელსაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის, „ბურჯ ხალიფას“ აშენება უკავშირდება, საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის, 6,6 მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში, თბილისში და გონიოში თანამედროვე საცხოვრებელი და კომერციული კომპლექსების მშენებლობას გეგმავს. „იგლ ჰილსის“ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები კრწანისის რაიონში მწვანე ქალაქის გაშენებას, გონიოში კი თანამედროვე საკურორტო ზონის შექმნას გულისხმობს.