გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პოლიციამ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

20-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ყ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებულ ა.პ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.