გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ილონ მასკი: არასამთავრობოების ამბავი კოშმარია; NGO არის გზა, რომ გაკეთდეს ის რაც უკანონო იქნებოდა, მთავრობა რომ აკეთებდეს, მაგრამ როგორღაც კანონიერად მიიჩნევა, როცა „არაკომერციულ“ ორგანიზაციას გადაეცემა გასაკეთებლად

21-12-2025

არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ეს ამბავი კოშმარია. თანაც მცდარი ტერმინია, რადგან თუ გაქვს მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში, უბრალოდ მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხარ. ეს ოქსიმორონია, - ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა.


მისი განმარტებით, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები აკეთებენ იმას, რაც უკანონოდ ჩაითვლებოდა, თავად მთავრობა თუ გააკეთებდა. ამასთან მასკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება კონკრეტული ადამიანების გასამდიდრებლად, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობაა.


"ფაქტობრივად, მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები არის გზა, რომ გაკეთდეს ის, რაც უკანონო იქნებოდა, თავად მთავრობა რომ აკეთებდეს, მაგრამ როგორღაც კანონიერად მიიჩნევა, როცა „არაკომერციულ“ ორგანიზაციას გადაეცემა გასაკეთებლად. შემდეგ კი ეს არაკომერციული ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ“. ისინი არასამთავრობოების მეშვეობით ძალიან მდიდრდებიან. ამ ორგანიზაციებიდან საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან. ეს გიგანტური თაღლითობაა - ერთ-ერთი ყველაზე დიდი, შესაძლოა, ყველაზე დიდი თაღლითობაც კი.“ - განაცხადა ილონ მასკმა.