გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

21-12-2025

ახალციხეში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. მადლობის სიგელით დაჯილდოვდა ახალციხის N5 საჯარო სკოლაც, რომელიც მუნიციპალიტეტში ნებაყოფლობით გაწვეულთა რაოდენობით მოწინავე აღმოჩნდა.

 

ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ახალციხის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს, რეკტუტირების სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალციხის მერს, ვარლამ წიკლაურს რეკტუტირების პროცესის მხარდაჭერისა და ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.