გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

შსს-მ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობები გამოაქვეყნა

21-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2026 წლის პირველი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოაქვეყნა.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.


„2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით შეკრება თბილისში შოთა რუსთაველის გამზირზე შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე);

👉 შეკრების ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია

👉 შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 19:00 საათი

👉 შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2026 წლის 1-9 იანვარი, 24:00 საათი

👉 შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი

👉 შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:

2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს.


ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.