გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

შიდა ქართლის პოლიციამ მონასტრის გაქურდვის ფაქტი გახსნა

21-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე, დგინდება, რომ აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულშიც გაქურდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.