გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი

22-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ მხილებული, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში კახეთის რეგიონში თვითმომსახურეობის 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.