გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი

22-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ჯ.დ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, დგინდება, რომ ჯ.დ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.

„პოლიციამ ჯ.დ.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.