გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

23-12-2025

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კასპში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოეწყო საახალწლო სტენდები და ინსტალაციები, ბავშვებისთვის კი სპეციალური გასართობი კუთხეები.


ადგილობრივი პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და  ელფებმა იზრუნეს. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ თოვლის პაპასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და ასევე, დასაჩუქრებულიყვნენ. 


 საახალწლო ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ლიზა ბაგრატიონმა, ნუკრი კაპანაძემ, კოტე ყიფიანმა, დათო ევგენიძემ, ჯგუფებმა - „შვიდკაცამ“, „ჰერიომ“, „ილურიძის ბენდმა“ და „რეგიონმა“.


ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.