გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-თან

23-12-2025

ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ პარტნიორობა ყველასთან, ვისთანაც არის პარტნიორობა შესაძლებელი, ეს პარტნიორობა უნდა იყოს პრინციპებზე დაფუძნებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გააფართოოს კავშირები ყველა მიმართულებით.


„ჩვენ აშშ-ის მიმართ გვაქვს გამოხატული კონკრეტული პოზიცია და გვაქვს ნათქვამი, რომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, რაც შეწყდა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა. თან მზად ვართ, გავაკეთოთ ეს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ევროკავშირს რაც შეეხება, აქაც რაც შეეხება მოლაპარაკების გახსნას, ნათქვამი გაქვს, რომ როგორც კი დადებენ მაგიდაზე, მაშინვე მოვაწერთ ხელს, თუმცა იქითა მხრიდან არ გვესმის ჩვენ საპასუხო რეაქცია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.