გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რასაც აქვს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი

23-12-2025

რუსეთთან მიმართებით ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.


მისივე თქმით, მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა შეუძლებელია, რაშიც იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, თუმცა საქართველოს რუსეთთან აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და აწარმოებს პრაგმატულ პოლიტიკას.


„რაც შეეხება რუსეთთან მიმართებით ჩვენს პოლიტიკას, პოლიტიკა არის ძალიან ცხადი, ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს წითელი ხაზები, რაც დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან, ვიდრე ჩვენი ტერიტორიების 20 %, ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია, მანამდე, ბუნებრივია, შეუძლებელია სტატუს-კვოს არსებითად შეცვლა, მათ შორის, ამაში ვგულისხმობ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამას აქვს თავისი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი. ეს არის ის არსებითად, რაც განაპირობებს ჩვენს ურთიერთობებს - არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ამასთან ერთად გვაქვს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და კვლავაც ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას.


ჩვენი ამოცანაა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირება. რა თქმა უნდა, არის უამრავი სირთულე ამ გზაზე, ბუნებრივია, გლობალური პოლიტიკაც რთულად ვითარდება, ვნახოთ როგორ შეიცვლება გარემოებები მომავალში, მაგრამ საზოგადოებას შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ განვუცხადოთ, რომ ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები და მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია ოკუპაციის თემასთან,"- განაცხადა პრემიერმა.