გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გივი მიქანაძემ ჩუღურეთის რაიონის სასკოლო საზოგადოებასთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა

23-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ჩუღურეთის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მშობლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მინისტრმა შეხვედრაზე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და რეფორმის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებზე და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ  ჩიკვილაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია და სასულიერო პირები.

 

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მინისტრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ სასკოლო საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.