გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

აქტივისტის სკანდალური აღიარება - მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები მიმდინარე აქციებს აფინანსებენ

23-12-2025

ოპოზიციის აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ადასტურებს, რომ მიმდინარე აქციებს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები აფინანსებენ.


კერძოდ, მეყანწიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ მამუკა ტოროშელიძეს აქციისთვის დინამიკები სწორედ ირმა ინაშვილმა გადასცა. ამასთან, დავით თარხან-მოურავმა გარკვეული თანხა მისცა დინამიკების და პიკაპის დასაქირავებლად.


„ნერვები მეშლება რა. მამუკა ტოროშელიძემ საიდან მოათრია ეს დინამიკები, ვინ მისცა და ვინ აფინანსებს იცი? - ირმა ინაშვილი. გუშინ ლაივში გვქონდა განხილვა. გუშინ წინ მოვიწვიეთ და აღიარა. პაატას შუშანასთვის მიუწერია და შუშანამ, ჩემთვის არ მოუწერიათ, თუ სჭირდებოდათ, თორემ უპრობლემოდ ვათხოვებდიო... ერთი და იგივე ტექსტი მივწერეთ შუშანას და ინაშვილსო და ინაშვილმა - მოდით, წაიღეთ ჩემიაო. და კვირკვაია მეუბნება, თარხან-მოურავმა ფული მოგვცაო და დინამიკები და პიკაპი უნდა ვიქირაოთო. ტოროშელიძემ ეს ყველაფერი აღიარა, რომ მერე რაო, ბრძოლაში რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნებაო“, - აცხადებს მეყანწიშვილი.