გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

23-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 39 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ჯამში 1243 პირია გაძევებული.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, თურქეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, კენიის, თურქმენეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, ნიგერიის, სუდანის, სიერა-ლეონეს, იორდანიისა და უზბეკეთის - ჯამში 39 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საიმიგრაციო კონტროლისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების გზით საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და მათი საქართველოდან გაძევება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.