გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სასაზღვრო პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

23-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლებთან ერთად, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს.


პოლიციამ ბრალდებული ს.ა. სახელმწიფო საზღვარზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ფაქტზე დააკავა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.