გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პოლიციამ მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

24-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული მ.ს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ს. საკუთარი ავტომობილით შეეჯახა მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გაჩერებულ 1971 წელს დაბადებული ო.მ.-ს კუთვნილ ავტომანქანას, რაც მძღოლებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა. ბრალდებულმა მომხდარი დაპირისპირების დროს ბასრი საგნით ი.მ.-ს ყელის არეში ჭრილობა
მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ე.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.