გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზვიად გაბისონია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

24-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის ბიურომ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის (EDU-IA) წევრად  აირჩია.

 

ექსპერტთა კომიტეტი, წევრი სახელმწიფოების თხუთმეტი წარმომადგენლისგან შედგება. კომიტეტის წევრები არიან მაღალი რანგისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა გამოცდილებაც უკავშირდება განათლებაში ციფრულ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

 

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინაკომიტეტის შეხვედრაში მათ  მონაწილეობას   ევროპის საბჭო დააფინანსებს.

 

ხელოვნური ინტელექტისა და განათლების კომიტეტის პირველი სხდომა 2026 წლის 14-15 იანვარს  გაიმართება.

ზვიად გაბისონია, ამავდროულად, არის ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.