გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულება გულისხმობს ტყის სტატუსის შეწყვეტას ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს

24-12-2025

ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს. მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 


„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტყის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიზანმიმართული დამახინჯებისა და სიცრუის ტირაჟირების მცდელობას.


უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ განკარგულება გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას, ანუ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს. ამასთანავე, ტყის აღრიცხვის სამუშაოებისას გამოვლინდა ფართობები, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იყო შეტანილი.


სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე განხორციელდა ტყის საზღვრების კორექტირება. შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს.


მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში.