გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

24-12-2025

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 25 მარტს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში, ბრალდებული დანით თავს დაესხა პოლიციელს, მისთვის წარსულში ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გამო.


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა. რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.