გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მარკო რუბიო: ჩვენ გავაუქმეთ USAID. საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა

25-12-2025

ვაშინგტონი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ აფინანსებს და სანაცვლოდ, მოკავშირე ქვეყნებს შუამავლების გარეშე უწევს მხარდაჭერას - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მოქალაქეებისადმი საშობაო მიმართვისას ისაუბრა. მარკო რუბიო საკუთარ განცხადებაში ასევე ამბობს, რომ შტატების საგარეო დახმარება არასამთავრობო ორგანიზაციების გამდიდრების წყარო იყო.


"ძალიან ვამაყობ სახელმწიფო დეპარტამენტში პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გატარებული რეფორმებით. ჩვენ გავაუქმეთ USAID. მთელი საერთაშორისო დახმარება სახელმწიფო დეპარტამენტის უშუალო კონტროლქვეშ გადმოვიტანეთ, რათა ახლა, როდესაც ქვეყნებს ფულს ვაძლევთ, ზუსტად ვიცოდეთ, სად მიდის ეს თანხა. ვიცით, რომ ვეხმარებით ჩვენს მოკავშირეებსა და მეგობრებს და არ ვამდიდრებთ რომელიღაც მესამე მხარეს, რომელიც თქვენი, გადასახადის გადამხდელების ფულით უზარმაზარ მოგებას ნახულობს," - განაცხადა მაკო რუბიომ.