გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას შეხვდა

25-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

 

სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მასწავლებლებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.

 

აღნიშნული  შეხვედრები ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და მიზნად ისახავდა განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.