გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ნადირობის სეზონის განმავლობაში, 720 სამართალდარღვევა გამოავლინა

25-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში, 2025 წლის 23 აგვისტოდან 23 დეკემბრის ჩათვლით, 720 სამართალდარღვევა გამოავლინეს.


სამართალდარღვევების უმრავლესობა აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 6 ფაქტი კი, უკანონო ნადირობის, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


ნადირობის სეზონის გახსნიდან 4 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულია 590 უკანონო საშუალება - ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. მანოკი.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს ბრაკონიერობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ - აცხადებენ უწყებაში.