გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გენადი არველაძემ ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან კონსულტაციები გამართა

25-12-2025

ყურის თანამშრომლობის საბჭოსა (GCC) და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის მომზადების მიზნით, GCC - ის სამდივნოს დელეგაციასთან კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაციას კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გენერალური დირექტორი აბდულრაზა ალრაიდი.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სტრუქტურა და კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები.


როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან კონსულტაციები ნაყოფიერად და რაც მთავარია, განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. „ჩვენ GCC - ის მხარესთან უკვე განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები. საქართველო მიესალმება საბჭოს წევრ - სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას. მიგვაჩნია, რომ შეთანხმება იქნება ხელსაყრელი როგორც საქართველოსთვის, ისე საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, რომ GCC-ს საბჭო ანგარიშს მოკლე ვადებში მოამზადებს, ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს 2026 წლის პირველ კვარტალში წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, მხარს დაუჭერს მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ," - აღნიშნა გენადი არველაძემ.


აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა საუდის არაბეთში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართა.