გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

25-12-2025

საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა მძევლად აიყვანა მისი ბებია და მოკვლის მუქარით საზღვარგარეთ მყოფი მეუღლის მასთან მიყვანას ითხოვდა.


სამართალდამცველებმა დროული და ეფექტური ჩარევის შედეგად დაზარალებული უვნებლად გაათავისუფლეს, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი" ქვეპუნქტით (მძევლად ხელში ჩაგდება, დაზარალებულის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.


ბრალდებულის შერაცხადობის დადგენის მიზნით ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.