გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

25-12-2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები საქართველოში ამანათით გამოგზავნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 184,5 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ"-ს შემცველი ხსნარის მიღებას ცდილობდნენ, რომელიც 4 ცალ პოლიმერულ მასალის ბოთლში იყო მოთავსებული.


სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს. ასევე ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 5.057697 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ"-ს შემცველი ფხვიერი ნივთიერება და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.


დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ,,დ'' და მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ბ'', ,,დ'' და მეექვსე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.