გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში რუსთავის N18 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25-12-2025

საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლელა ჭეშმარიტაშვილმა რუსთავის N18 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში პროკურორმა მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე მიაწოდა ინფორმაცია და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას. მოსწავლეებს პროკურორმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცა.