გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

25-12-2025

ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


კადეტებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა. კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ-ქორეოგრაფიული, თეატრალური ნომრებით მიულოცეს ახალი წელი.


ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა დაესწრო.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ზეიმის აღნიშვნა ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.