გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გივი მიქანაძემ გურიისა და აჭარის რეგიონების მასწავლებლებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი მიმართულებები განიხილა

26-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე  გურიისა და აჭარის რეგიონის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

 

როგორც გივი მიქანაძემ მასწავლებლებთან, სკოლების დირექტორებთან და მშობლებთან საუბრისას აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებაში გამორჩეული როლი მიუძღვით პედაგოგებს, შესაბამისად, მათი ჩართულობა პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია. სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.

 

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების   ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება.

 

შეხვედრებში მონაწილეობა აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.