გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს

26-12-2025

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართა, სადაც თავმჯდომარედ დელეგატებმა ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს.


ყრილობას ესწრებოდა თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე. მან ვარლამ ლიპარტელიანს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


„ვარლამ ლიპარტელიანს ვულოცავ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევას. ეს საპასუხისმგებლო თანამდებობაა. მას წარმატებებს ვუსურვებ. გიორგი ჩაკვეტაძეს კი მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის. ამ წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაციას. მომავალში ახალგაზრდების თანამონაწილეობა ქვეყნის განვითარების პროცესში პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში. მომავალი ახალგაზრდებისაა. ყველაფერი, რაც ქვეყანაში კეთდება, იქითკენაა მიმართული, რომ ის ჩვენმა შვილებმა გამოიყენონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.