გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით

26-12-2025

მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არჩეული აქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.


„ვფიქრობ, 2026 წელი შეიძლება გახდეს გარდამტეხი სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ჩვენ მოთმინებით ველოდებით გარდატეხის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.