გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს

27-12-2025

მანდარინის არასტანდარტული მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარი გამოეყოფა, - ამის შესახებ აღნიშნული საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.


განკარგულების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ციტრუსის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის, რომლებიც ციტრუსის სეზონზე ფიზიკური პირებისაგან შეისყიდიან 1 კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 0,40 ლარად, სუბსიდირებისათვის გათვალისწინებულია 0,35 ლარი.


განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 2 600 000 ლარს გამოუყოფს.


განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.