გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონის პედაგოგებს შეხვდა

27-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქვემო ქართლის რეგიონში მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მინისტრმა, ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან და მშობლებთან ერთად, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

 

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.

 

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია,  ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე  ესწრებოდნენ.

 

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების მიზანია განათლების სისტემის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.