გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება

27-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 პირი: 2002 წელს დაბადებული გ.ც., 2007 წელს დაბადებული ლ.კ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე - 1985 წელს დაბადებული ნ.ჰ. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


როგორც უწყებაში აცხადებენ,  სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეტამფეტამინი“, „მეფედრონი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.