გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებითი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

27-12-2025

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, რომელიც გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსა.


სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2025 წლის 1 მაისამდე მოქმედი რედაქციით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით ოდენობით უკანონო შეძენა შენახვა), 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო გასაღების მცდელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.