გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც

28-12-2025

მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერმა წლის შეჯამებისას ისაუბრა მშვიდობისა და სუვერენიტეტისათვის ბრძოლაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ დამოკიდებულება იყო უსამართლო და საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმას, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის.


„მშვიდობის შენარჩუნება ნამდვილად არ იყო იოლი, ჩვენ მოგვიწია ბრძოლა ამისათვის და ეს ბრძოლა წარმატებით გაგრძელდა 2025 წელსაც. საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას და ჩვენი საფუძვლიანი აღქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ საქართველომ არ შეასრულა კონკრეტული როლი კონკრეტული გარე ძალებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.