გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები კარგად ხედავენ, რომ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან

28-12-2025

ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეები იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში.


„მე არ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების პოზიციები არის ძლიერი. რეალურად ისინი კარგად ხედავენ, რომ ამ თემის გამოყენებით შეუძლებელია ხელისუფლების ცვლილება გარედან, ხელოვნური ჩარევით. ამით რევოლუციას ვერ მოაწყობენ, მეექვსე მცდელობაც იქნება წარუმატებელი. თუმცა, ისინი მაინც იტოვებენ შანტაჟის ამ ბერკეტს, იმისათვის, რომ მუდმივი დაძაბულობა შეინარჩუნონ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური პროცესი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შანტაჟის ამ ინსტრუმენტმა დაკარგა თავისი ძალა, ვფიქრობ, რომ ევროპული ბიუროკრატია პრაგმატულ პოზიციაზე დარჩება და ისინი არ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ გაანაწყენებენ ქართველ ხალხს", - განაცხადა პრემიერმა.