გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს

28-12-2025

კულმინაცია იყო, როდესაც ევროკავშირის ოფიციალური პრესსპიკერი გამოვიდა 4 ოქტომბრამდე ცოტა ხნით ადრე და მხარდაჭერა გამოუცხადა იმ აქციას, რომლის ოფიციალური სახელწოდება იყო „მშვიდობიანი დამხობა", ანუ დამხობის აქტს პირდაპირ გამოუცხადეს მხარდაჭერა უმაღლესი ტრიბუნიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში" განაცხადა.


პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან სამწუხარო და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში.


„ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და დასანანია. იმ ფონზე, როდესაც ჩვენი გაცხადებული მიზანია გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება და მდგომარეობა, რასაც ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ძალიან გვაშფოთებს" , - განაცხადა პრემიერმა.