გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

28-12-2025

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა.


„ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები. წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე და ამაზე აქტიური ზრუნვა გრძელდება. ამის გამოხატულებაა მათ შორის, კონკრეტული მასშტაბური ინიციატივები, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და პირველ რიგში, გამოვყოფდი განათლების რეფორმას. ჩვენ შეგვიძლია სამ-ოთხ წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ორი მიმართულებით, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა ასევე ეკონომიკის სწრაფი განვითარების ტემპის შენარჩუნება და ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ კუთხით 2025 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბევრი მიმართულებით შევძელით არასწორი პრაქტიკების გაუქმება, წარსულს მივეცით არასწორი პრაქტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკის სფეროს, რკინიგზას და ა.შ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ მეტად ეფექტიანად ვიზრუნოთ ეკონომიკის განვითარებაზე, ", - განაცხადა პრემიერმა.