გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი - სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

29-12-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნული ტვირთი მოიცავს 9 ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს.


აღსანიშნავია, რომ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.


ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს.