გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვის სამინისტროში საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

29-12-2025

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე უწყების ორგანიზებული საახალწლო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა დაღუპული და დაჭრილ-დაშავებული ჯარისკაცების, გენერალური შტაბის სამხედრო მოსამსახურეებისა და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.


სამინისტროს ტერიტორიაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა. ბავშვების საახალწლო განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ბოლოს მათ თოვლის ბაბუას საჩუქრებიც მიიღეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალური შტაბისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.


სამხედრო ბაზებზე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებების მოწყობა ტრადიციად იქცა და მეორე წელია მასშტაბურად აღინიშნება.


საახალწლო ზეიმი უკვე ჩატარდა გორის, ქუთაისის, სენაკისა და ვაზიანის სამხედრო ბაზებზე.