გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

29-12-2025

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურეს.


სამართალდამცავებმა ბრალდებულები 27 დეკემბერს დააკავეს.


დაკავებულთაგან ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ( გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.