გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

29-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

 მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

 

ზოგადი   განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა.