გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

Politico: ალენ მინკის თქმით, ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია

30-12-2025

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია. ის არის ნარცისი, რომელიც რეალობას უარყოფს. სტატიას ამ შინაარსით გამოცემა Politico მაკრონის ძველ მენტორზე ალენ მინკზე დაყრდნობით ავრცელებს.


იყო დრო, როდესაც ალენ მინკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აქებდა და მას ნაპოლეონის გენერლებს ადარებდა. რვა წელი გავიდა და მინკი, მაკრონის ყოფილი მენტორი და გავლენიანი პოლიტიკური მრჩეველი, ახლა აცხადებს, რომ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის „ყველაზე ცუდი“ პრეზიდენტია.


ის ამბობს, რომ პრეზიდენტის ნარცისიზმმა აიძულა მიეღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომლებმაც „საფრთხის ქვეშ დააყენა საფრანგეთის ინსტიტუტები“ და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ულტრამემარჯვენეები გააძლიერა.


„მაკრონი ქვეყანას გაცილებით უარეს მდგომარეობაში ტოვებს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა“, - თქვა მინკმა Politico-თან ინტერვიუში და დაამატა, რომ „მაკრონი უარყოფს რეალობას... ის საკუთარი ფსიქოლოგიის მსხვერპლია“.


გამოცემა მინკზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ მაკრონი არ აღიარებს, რომ თავად არის „პრობლემა“, და რომ საფრანგეთში პოლიტიკური არეულობის დასაძლევად, მას შიდა პოლიტიკიდან გასვლა და საერთაშორისო საქმეებზე გადასვლა სჭირდება. აქვე, აღნიშნულია ისიც, რომ სინამდვილეში, მაკრონი, გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ, ისედაც უფრო მეტად საგარეო საქმეებზეა ორიენტირებული.