გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

30-12-2025

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით, ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.


„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, მიმდინარე წლის 28 მარტს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში ბრალდებულმა ფულადი თანხის დაუფლების მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა დაზარალებული.


სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ანგარებით) და 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.