გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მტკვრიდან 40 თევზმახე ამოიღეს და უკანონოდ მოპოვებული დაახლოებით 150 კილოგრამი თევზი მდინარეში დააბრუნეს

30-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში პრევენციული ღონისძიებები გაატარეს.


ღონისძიება ჩატარდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგვეთის მიმდებარედ.


შედეგად, მდინარე მტკვრიდან  ამოღებულია საბურავებისგან დამზადებული 40 ერთეული თევზმახე ე.წ. ოჩხი, რომელშიც დაახლოებით 150 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი იყო გაბმული. სამმართველოს თანამშრომლებმა თევზი მდინარეში დააბრუნეს. 


ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან პატრულირებას და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. პარალელურად, პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.