გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კერძო სექტორის მხარდასაჭერად წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტრენინგები და საქმიანი შეხვედრები გამართა

30-12-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საერთაშორისო კომპანიებთან  თანამშრომლობით, წელს, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიებები მოაწყო.


ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანია Dragon Trail International-თან თანამშრომლობის ფარგლებში, აზიურ ბაზრებზე, “China Ready” პროგრამის მიხედვით, კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩაატარა.  


ადმინისტრაციის ორგანიზებით, კერძო სექტორისთვის გაიმართა  British Airways-ის პრეზენტაცია და ღვინის ტურიზმის ღონისძიებები, რაც ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზრებზე.


ტექნოლოგიური ინოვაციების მიმართულებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით  Global Tech Weekend Tbilisi ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეები ტურიზმის ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს გაეცნენ. 


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ სამუშაო შეხვედრები გამართა ევროპის, ამერიკის, აზიის ქვეყნების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან,  შეხვედრას ადმინისტრაციის ბაზაში რეგისტრირებული 250-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.  შეხვედრებზე პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.