გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

პრემიერი: გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმები, გამოვყოფდი უმაღლესი და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმებს, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ განათლების რეფორმის განხორციელებაზე, ვინაიდან განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მ

30-12-2025

სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სისტემის რეფორმას და აღნიშნა, რომ სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან, განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.


„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე.


შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერც ერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე,"- განაცხადა პრემიერმა.